ბიძინა გიორგობიანი: მყინვარებიდან დაძრულ გლაცეოლოგიურ მასას არანაირი შეხება არ გააჩნია ტყის ჭრასთან და წარმოადგენს უვიცი პროპაგანდისტების ტყუილს

“მოკლედ დავწერ რაჭაში და კონკრეტულად შოვში (ან ბუბაზე), ხის უკანონო ჭრაზე, რომლის შესახებაც წერენ და ლაპარაკობენ ტელეჭინკები და სოცქსელებით პატრიოტები”, – ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მყინვარებიდან დაძრულ გლაცეოლოგიურ მასას არანაირი შეხება არ გააჩნია ტყის ჭრასთან და წარმოადგენს უვიცი პროპაგანდისტების ტყუილს.

„რაჭა ერთ-ერთი ტყით ძლიერ დაფარული მხარეა.
რაჭასა და სვანეთში ტყის ყოველწლიური ნამატი ბევრად აჭარბებს გამოყოფილ და ათვისებულ რესურსს.
რაჭაში ბევრი სასოფლო სავარგული ხელახლა დაიფარა ტყით და გამოუსადეგარი გახდა მეურნეობისათვის.
შოვის მიმდებარე ხეობებსა და მწვერვალებზე ხის ჭრა, დამზადება, დასაწყობება და მანქანით გამოტანა (გნებავთ კანონიერად, ან უკანონოდ) შეუძლებელია, ვინაიდან იქ 3 ხიდიანი მანქანებისათვისაც მიუდგომელი ადგილია.
ასე, რომ მყინვარებიდან დაძრულ გლაცეოლოგიურ მასას არანაირი შეხება არ გააჩნია ტყის ჭრასთან და წარმოადგენს უვიცი პროპაგანდისტების ტყუილს“, – წერს გიორგობიანი.

ბიძინა გიორგობიანმა საკითხთან დაკავშირებით მედიასთანაც გააკეთა კომენტარი.

“რაც მოხდა იყო რამდენიმე მოვლენის თანხვედრა, რაც დაკავშირებულია სწორედ კლიმატის ცვლილებასთან. კავკასიონის სამხრეთ ფერდობი, მთის წინა ადგილები ძალიან საშიშ ადგილებად იქცა, ვინაიდან კავკასიონის სამხრეთი კალთა უფრო მეტად არის მზის ზემოქმედების ქვეშ, ვიდრე ჩრდილოეთ კალთა.

აქ ტყის უკანონო ჭრა არაფერ შუაში არ არის. მორევი რაც მოჰქონდა, ეს იყო უკვე მეწყერს გამოყოლილი მასა. იქ ფაქტობრივად მანქანა ვერც შედის იმ ადგილებში, საიდანაც დაიძრა ეს მიწის მასა, და, ზემოთ საერთოდ ტყის მასივი არც გვაქვს”,- განმარტავს გიორგობიანი.

აღსანიშნავია, რომ კადრები “კვირას” მიერ გუშინ გამოქვეყნდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები