ბრძოლები მარიუპოლთან გრძელდება
მარიუპოლში ბრძოლების შედეგად, მეამბოხეთა სამხედრო ძალებმა უკრაინული სასაზღვრო – გამშვები პუნქტის განადგურება შეძლეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ,,იტარ-ტასი“ იუწყება, რომელიც დონბასის სამხედრო შტაბის მონაცემებს ეყრდნობა. სამხედროების განცხადებით, გამშვებ პუნქტთან წარმოებულ ბრძოლებში ბატალიონ ,,აზოვის“ შემადგენლობამ მძიმე დანაკარგით უკან, მარიუპოლის სიღრმეში დაიხია. აღნიშნულ რეგიონში ბრძოლების შედეგად 50-მდე სამხედრო დაიღუპა.