გოგა ხაინდრავა: ზოგი ღმერთის შვილია, ზოგის წინაპარი მაიმუნია – შოვის ტრაგედიამ დაგვარწმუნა ამაში
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა “ტვიტერზე” პოსტს აქვეყნებს:
“ვერ წარმოვიდგენდი რომ ოდესმე დარვინის ევოლუციის თეორიას გავიზიარებდი. მართალი ყოფილა! ადამიანებს სხვა და სხვა წარმომავლობა აქვთ. ზოგი ღმერთის შვილია, ზოგის წინაპარი მაიმუნია. შოვის ტრაგედიამ დაგვარწმუნა ამაში დაგვანახა რამდენად დიდია განსხვავება ადამიანების ამ ორ სახეობას შორის”, – წერს ხაინდრავა.