გარემოს ეროვნული სააგენტოს პიარი – „ტვ პირველს“: წლებია ყველა უწყებას ვუგზავნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ამინდის გაუარესების შესახებ – არც ექსკლუზიური და არც საიდუმლო ინფორმაცია არ აღმოგიჩენიათ
გარემოს ეროვნული სააგენტოს პიარი ნატალი სულუაშვილი სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ „პირველებმა“ მოიპოვა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გაუგზავნეს.
სულუაშვილის განმარტებით, წლებია გარემოს ეროვნული სააგენტო ყველა უწყებას უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ამინდის გაუარესების შესახებ.
„Tv პირველი მინიმუმ ისეთი რამე მაინც დაწერეთ რეალობასთან, სულ ცოტათი ახლოს იყოს. წლებია გარემოს ეროვნული სააგენტო ყველა უწყებას უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ამინდის გაუარესების შესახებ! ასევე, წლებია სააგენტოს ოფიციალურ FB გვერდზე მყისიერად თავსდება ეს შეტყობინება პოსტების სახით! ასე რომ, არც ექსკლუზიური და მით უმეტეს არც საიდუმლო ინფორმაცია არ აღმოგიჩენიათ. უფრო მეტი სიცხადისთვის, აქვე დავურთავ კონკრეტულად 3 აგვისტოს გაფრთხილების ლინკს, რომ დროც გადაამოწმოთ“, – წერს ნატალი სულუაშვილი Facebook-ზე და ქვემოთ მითითებულ ლინკს ავრცელებს.
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=688742976615071&id=100064381253517&mibextid=Nif5oz