გიორგი ცუცქირიძე: სამომავლოდ, ამ სახის ეროვნული ტრაგედია რომ თავიდან ავიცილოთ, ვფიქრობ, ეკონომიკური მოდელის გადასინჯვა უნდა მოხდეს
ახლა ბევრი რეკომენდაცია გვესმის თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რომ ამ სახის ეროვნული ტრაგედია ავიცილოთ თავიდან, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი არსებული ეკონომიკური მოდელის გადასინჯვა უნდა გახდეს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ „ნაციონალების“ დროს კულტივირებული და რეფორმად გასაღებული ლიბერტარიანული პარადიგმიდან, რაც დერეგულაციის პრინციპზეა აგებული, განსაკუთრებით ოპოზიციური მედია, რომ ქადაგებს.
„ამ ბოლო ათ წელიწადში მსოფლიოში არაერთმა ბუნების კატაკლიზმა, რასაც სამწუხაროდ, ვერც ჩვენ ავცდით, დაგვანახა, რომ დედამიწა ისედაც შედის მეტად მძიმე დათბობის ციკლში, რაც მომავალში მეწყერული პროცესების რისკებს ერთი ათად ზრდის.
ახლა ბევრი რეკომენდაცია გვესმის თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რომ ამ სახის ეროვნული ტრაგედია ავიცილოთ თავიდან, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი არსებული ეკონომიკური მოდელის გადასინჯვა უნდა გახდეს. ჩვენ უნდა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ „ნაციონალების“ დროს კულტივირებული და რეფორმად გასაღებული ლიბერტარიანული პარდიგმიდან, რაც დერეგულაციის პრინციპზეა აგებული, განსაკუთრებით ოპოზიციური მედია, რომ ქადაგებს. რასაც დღეს ვიმკით, დიდწილად ამ პოლიტიკის ინერციის შედეგია. ევროკავშირში ასე რომ ვისწრაფვით, სწორედ ევროკავშირშია ყველაზე მეტი რეგულაციები და პირველ რიგში ეკოსისტემასთან მიმართებაში. ეს მშენებლობის ნებართვებსაც ეხება, მიწათსარგებლობის წესებსაც, ტყის ჩეხვასაც და კიდევ ბევრ სხვა რამეს.
ამაზე უნდა დაშენდეს გეოლოგიური თუ გარემოსდაცვითი სტრატეგია, ადრეული შეტყობინების სისტემები იქნება თუ მონიტორინგის სისტემები და არა განყენებულად.
თვითმმართველობის ყველაზე დახვეწილი და მაღალი ავტონომიურობის მოდელებიც ევროკავშირის ქვეყნებშია, იგივე შვეიცარიაში, შოტლანდიაში და ირლანდიაში და თუ დავაკვირდებით ყველაზე ცოტა შემთხვევებიც, სწორედ ამ მთაგორიან ქვეყნებში ხდება!
„ქართული ოცნების“ ისტორიული მისიაც ეს იქნება თუ ქვეყანას გადააწყობს ამ ევროპულ კონცეფციაზე და გამოიყვანს აშკარად მოძველებული და დრომოჭმული დერეგულირების ამ მოჯადოებული წრიდან, თითქოს საინვესტიციო ნაკადების ზრდას განაპირობებდეს! ამ დროს, არაფერ კავშირში ეს ინვესტიციებთან არ არის, პირველ რიგში, ინვესტორები აზღვევენ რისკებს და შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაც სწორედ ირლანდიაში, შოტლანდიასა და შვეიცარიაში შედის!
ჩვენს დიდ წინაპრებს შესანიშნავად აქვთ ხალხურად გადმოცემული წუთისოფლის სიმუხთლეზე – წუთისოფელი რა არის? აგორებული ქვა არის, რა დროსაც დავიბადებით, იქვე სიკვდილი მზა არი!
უფალმა გაანათლოს გარდაცვალებულთა სულები, გვეკმაროს ეს ყველაფერი!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.