ნიკო თევდორაშვილი: რეინჯერების სახელით ვრცელდება დეზინფორმაცია – უბედურების პირველივე დღიდან დაცული ტერიტორიების რეინჯერები სტიქიის ეპიცენტრში არიან და თავდაუზოგავად შრომობენ
„რეინჯერების სახელით ვრცელდება დეზინფორმაცია და შეურაცხმყოფელი ცილისწამებაა!“, – ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის უფროსი, ნიკო თევდორაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უბედურების პირველივე დღიდან დაცული ტერიტორიების რეინჯერები სტიქიის ეპიცენტრში არიან და თავდაუზოგავად შრომობენ.
„რეინჯერების სახელით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია! დეზინფორმაცია და შეურაცხმყოფელი ცილისწამებაა! არც ერთ რეინჯერს არ ეკუთვნის განცხადება. დეზინფორმაციაა!
უბედურების პირველივე დღიდან დაცული ტერიტორიების რეინჯერები სტიქიის ეპიცენტრში არიან. გაუჩერებლად და თავდაუზოგავად შრომობენ! ერთ-ერთის დაც კი დაკარგულია. დამატებით კიდევ 100 რეინჯერი ერთვება სამაშველო ოპერაციაში!
როგორც აღმოჩნდა, ასეთ დროს ერთმანეთის გვერდში დგომის და სტიქიის შედეგებთან გამკლავების ნაცვლად, ძალიან ბევრი პირადი სარგებლის გამო ბევრი რამის მკადრებელია!“, – წერს ნიკო თევდორაშვილი სოციალურ ქსელში.