თიკო ოთარაშვილი – განსაკუთრებული მადლობა მესაზღვრეებს, რომლებმაც გადაგვიყვანეს თავიანთ ტერიტორიაზე, ღამე გაგვათევინეს, გვიპატრონეს და უკან მშვიდობით დაგვაბრუნეს

სოციალურ ქსელში მოქალაქე სტიქიის დღეს იხსენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

თაკო ოთარაშვილის თქმით, მესაზღვრეებმა, ოჯახთან ერთად მამისონის სასაზღვრო სექტორში გადაიყვანეს, უზრუნველყვეს პირველად საჭიროების საშუალებებით და მეორე დღეს უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

„3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის დროს მე, ჩემი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ვიყავით შოვში. მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის  მეხანძრე-მაშველებს და  ყველა იმ ადამიანს ვინც გვეხმარებიდა. განსაკუთრებული მადლობა მამისონის უღელტეხილზე არსებული საგუშაგოს მესაზღვრეებს, რომლებმაც მოგვიტანეს შეშა, მედიკამენტები, საკვები…  გადაგვიყვანეს თავიანთ ტერიტორიაზე, ღამე გაგვათევინეს, გვიპატრონეს და უკან მშვიდობით დაგვაბრუნეს.  ბევრი თქვენნაირი ადამიანი ჩვენს ქვეყანას  მადლობა კიდევ ერთხელ!!!, – წერს თაკო ოთარაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები