“თუ გინდა, ჯოჯოხეთი წარმოიდგინო, როგორ ხარობენ ალქაჯები ადამიანების უბედურების ჟამს – “ტვ პირველს”, “მთავარს” და “ფორმულას” უნდა უყურო” – ხაინდრავა
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” პოსტს აქვეყნებს.
“თუ გინდა ჯოჯოხეთი წარმოიდგინო როგორ
ხარობენ ალქაჯები ადამიანების უბედურების ჟამს – ტვ
პირველს მთავარს და ფორმულას უნდა
უყურო!
რა ახარებთ რა სურთ რას ნატრობენ
და ელოდებიან
როგორ სძულთ ადამიანები!
პოლიტ ეშმაკების ღრეობა დაღუპულთა სისხლით და ჭირისუფალთა ცრემლით!
გვაპატიე უფალო”, – წერს ხაინდრავა.