პოროშენკო მზადაა, ბრძანება გასცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უელსის სამიტზე განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მხარი დაუჭირა საომარი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. სამიტის პირველ დღეს ყურადღების ცენტრში უკრაინის მოვლენები მოექცა.
სამიტზე მიწვეული იყო უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო, უელსში არ მიიწვიეს რუსეთის წარმომადგენელები. ევროპის სახელმწიფოს ლიდერებმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იმედი გამოთქვეს, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდება და ყველანაირი ტიპის დახმარებას დაჰპირდნენ უკრაინას, მათ შორის – საბრძოლო ტექნიკით.