ჯონ მაკკეინი კიევშია და რუსეთისთვის დამანგრეველი სანქციების დაწესებას ითხოვს

  კიევში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი უკრაინის კრიზისის მედიაცენტრის პრეს-ცენტრში სიტყვით გამოვიდა. მაკკეინის აზრით, უკრაინას აუცილებლად უნდა გაეწიოს ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებითი და სადაზვერვო დახმარება, რუსეთის წინააღმდეგ კი ჭეშმარიტად დამანგრეველი სანქციები უნდა დაწესდეს.
მაკკეინმა განაცხადა, რომ კიევში უკრაინელების მხარდასაჭერად ჩავიდა. სენატორის თქმით მისი ვიზიტის მიზანი ასევე გახლავთ საკუთარი მთავრობის და მთელი მსოფლიოს დარწმუნება, უკრაინისათვის დახმარების გაწევის აუცილებლობაში.
„ჩვენ ეს არა მხოლოდ უკრაინის სახელით უნდა გავაკეთოთ, არამედ იმისთვის, რომ ფსონზე ევროპული და მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტალური პრინციპი დევს. პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სუვერენულ სახელმწიფოს თავისი საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვს”, – განაცხადა მაკკეინმა და გამოთქვა თავისი აზრი, რომ „რუსული აგრესიის“ შემდეგი სამიზნე მოლდოვა გახდება.
78 წლის ვიეტნამის ომის ვეტერანის აზრით, მოლაპარაკების შედეგად ცეცხლის შეწყვეტა დონბასში რუსეთის სასარგებლო როლს ითამაშებს, რადგან ასე კონფლიქტის შედეგების გაყინვა მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები