ილორის ტყეში ნაპოვნი ცხედარი შესაძლოა, ნათია ბახტაძის არ იყოს, რომელსაც 4 დღეა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეძებენ
ოკუპირებულ გალში უკვე 4 დღეა, 28 წლის ნათია ბახტაძეს ეძებენ.
გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილორის ტყეში ნაპოვნია ახალგაზრდა ქალის ცხედარი და რომ ის დაკარგული ნათია ბახტაძეა.
“კვირა” გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ნონა შონიას ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა ინფორმაცია ახალგაზრდა ქალის ცხედრის აღმოჩენის შესახებ.
მისი ინფორმაციით, ცხედარი ამჟამად სოხუმის პროზექტურაში ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
როგორც ნონა შონიასთვის არის ცნობილი, ნათია ბახტაძის დედა ჯერჯერობით ვერ ადასტურებს, რომ ილორის ტყეში ნაპოვნი ცხედარი მისი შვილისაა.