მორიგი აფეთქება მოსკოვში – დრონის სამიზნე “მოსკვა-სითი” გახდა
მოსკოვში ადგილობრივი დროით დაახლოებით 3:00 საათზე აფეთქებების ხმა გაისმა.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკვა-სითიში ერთი დრონი ცათამბჯენს შეეჯახა.
„რამდენიმე დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ერთი ქალაქში იმავე შენობამდე მიაღწია, რომლამდეც – ორი დღის წინ. მე-17 სართულის მიდამოში ფასადია დაზიანებული”,- თქვა მან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვის რეგიონში ორი უკრაინული დრონია ჩამოგდებული. მათგან ერთი რადიო ელექტრონული საშუალებით ჩაახშეს.
„ორი უკრაინული დრონი განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ მოსკოვის ოლქის ოდინცოვოსა და ნაროფომინსკის ტერიტორიაზე. კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რადიო ელექტრონული საშუალებით ჩაახშეს და კონტროლის დაკარგვის შემდეგ, ის “მოსკვა-სიტის” ტერიტორიაზე არასაცხოვრებელი შენობების კომპლექს შეეჯახა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავდროულად, რუსული სააგენტოების ცნობით, დრონების თავდასხმის გამო, ვნუკოვოს აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.