პაკისტანში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც 54 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პაკისტანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო, რომელსაც 54 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
აფეთქება ავღანეთთან მოსაზღვრე ჰაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, პროთალიბური მოძრაობის მიტინგის დროს მოხდა, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ისინი მმართველ კოალიციაში შემავალი ულტრაკონსერვატიულ ისლამისტურ პარტიას, ჯამიათ ულემა-ე-ისლამ ფაზლის უჭერდნენ მხარს.
ექიმების თქმით, ადგილობრივ საავადმყოფოებში 200-ზე მეტი დაშავებულია მოთავსებული, ათეულობით პაციენტი კი სხვა პროვინციებში გადაიყვანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაიღუპა თავად პარტიის ლიდერი, მულან ზიაულა, რომელიც აფეთქების დროს ამომრჩევლებს სიტყვით მიმართავდა.