ირანმა და ბელარუსმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ბელარუსისა და ირანის თავდაცვის მინისტრებმა თეირანში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სამხედრო თანამშრომლობას და 2023 წელს მის იმპლემენტაციას გულისხმობს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

„მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, ასევე განიხილეს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მდგომარეობა და პერსპექტივები“, – ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ირანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბელარუსს ირანის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ვიქტორ ჰრენინმა და რეზა აშტიანმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.

თეირანის წარმომადგენელმა მხარდაჭერა დააფიქსირა „დიპლომატიური ძალისხმევისთვის“ და ამავე დროს „გამოთქვა შეშფოთება“ NATO-ს გაფართოების შესახებ „რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესების გათვალისწინების გარეშე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები