ჯანმო-ს 5 რეგიონში, ბოლო 28 დღის განმავლობაში, COVID-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მნიშვნელოვნად არის შემცირებული
მსოფლიოში ბოლო 28 დღის განმავლობაში, კერძოდ, 26 ივნისიდან – 23 ივლისის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების 868 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსისგან 3 700-ზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 27 ივლისის ანგარიშშია ნათქვამი.
ამასთან, ჯანმო-ს ხუთ რეგიონში ორივე შემთხვევის შემცირება დაფიქსირდა, თუმცა, დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში აღინიშნა როგორც ახალი შემთხვევების, ასევე, დაღუპულების რაოდენობის ზრდა.
კერძოდ, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ახალი შემთხვევების რაოდენობა 75%-ით არის შემცირებული; ევროპის რეგიონში 72%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზიის რეგიონში 70%-ით; აფრიკის რეგიონში 48%-ით და ამერიკის რეგიონში 35%-ით; ხოლო შემთხვევები გაზრდილია დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონი 8%-ით.
ბოლო 28 დღის განმავლობაში გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 77%-ით; ევროპის რეგიონში 74%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის
რეგიონში 70%)-ით; აფრიკის რეგიონში 48%-ით და ამერიკის რეგიონში 31%-ით; ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონი 23%-ით.