ამერიკულმა ტელეარხმა ნოვოაზოვსკში რუსული სამხედრო კოლონის გადაღება მოახერხა (ვიდეო)

       ამერიკული ტელეარხის „სქაი ნიუსის“ ჟურნალისტებმა ნოვოაზოვსკში რუსი ჯარისკაცებისა და შეიარაღებული ტექნიკის გადაღება მოახერხეს. ტელეარხი იუწყება, რომ სამხედრო კოლონა თანამედროვე რუსული იარაღით კარგად იყო ეკიპირებული. როგორც ტელეარხის მოსკოვის ოფისის ჟურნალისტი ქეით სტელარდი სიუჟეტში აღნიშნავს, უკრაინელი სეპარატისტების საუბრიდან დაადგინა, რომ კოლონაში რუსი ჯარისკაცები იყვნენ.
ჟურნალისტი ასევე ხაზს უსვამს, რომ სამხედრო პირებს ამოსაცნობი ნიშანი – თეთრი ლენტები ეკეთათ. ცნობილია, რომ ამ ნიშანს ამოსაცნობად დონბასში რუსული არმიის სამხედროები იყენებენ. ამერიკული ტელეარხის ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ კოლონაში რუსული ჯავშანტრანსპორტიორი და ორი პიკაპი შედიოდა, რომლებზეც ტყვიამფრქვევები იყო დამონტაჟებული.

983786_510416922435328_6212683802260948544_n

10523941_510416959101991_505600258184323536_n

10612875_510416839102003_8545449325362435475_n

10616458_510417052435315_188263614315993973_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=FUVtBVHjg04″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები