​კრივოი როგში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, ათობით დაშავებულია (ფოტო, ვიდეო)

რუსი ოკუპანტების მიერ კრივოი როგის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, 31 დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია.

ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულთა უმეტესობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორის – მძიმე.

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას კრივოი როგი დაბომბეს. ერთი რაკეტა საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, მეორე კი – საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხსართულიან შენობას.

“რაშისტებმა” დღეს ასევე ხერსონი დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანი შეეწირა.

ორივე იერიშს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ბოლო დღეებში მტერი ჯიუტად ურტყამს ქალაქებს, ქალაქის ცენტრებს. ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს და საცხოვრებელს. მაგრამ ეს ტერორი არ შეგვაშინებს და არ გაგვტეხს. ვმუშაობთ და ჩვენი ჩვენი ხალხის გადარჩენით ვართ დაკავებული”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები