პოროშენკომ ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტა პარასკევს, 14:00 საათის შემდეგ დააანონსა (ვიდეო)
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დასავლური ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრების შედეგებზე ისაუბრა. პრეზიდენტს მშვიდობიანი მოლაპარაკებების შეთანხმების იმედი აქვს, – წერს სააგენტო „უნიანი“.
შეგახსენებთ, რომ პეტრე პოროშენკო აშშ-ს, გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერებს შეხვდა. მათ განაცხადეს, რომ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში თანადგომას გაუწევენ, ეს დახმარება მათ შორის ნატოს მხრიდანაც იქნება. პოროშენკომ კოლეგებთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს „ომით თამაშს“, რადგან ხალხს მშვიდობა სურს.
„პარასკევს, 14:00 საათზე სამმხრივი ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც დაგეგმილია დოკუმენტის ხელმოწერა, რომელშიც სამშვიდობო გეგმის შემოღების ეტაპებს გულისხმობს. ცეცხლის შეწყვეტა – იქნება პირველი ელემენტი“, – განაცხადა პოროშენკომ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=fx433qSIzFg” width=”560″ height=”315″]