ნინო ფოჩხუა: შავაძის “ქეისი” არის “ნაცმოძრაობის” და მათი ბელადის ნამდვილი სახე, წარმოდგენაც არ მინდა, სად ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო ერთ მუშტად შეკრული ხალხი

“როგორო, ჩვენ ვართ ევროპელები და მედასავლეთეებიო? ეს კაცი, სახელად დავით დარჩიაშვილი, კოლექტიური ნაცმოძრაობაა, მხოლოდ ეს არ ფიქრობს ასე. აი ამ აზროვნების ადამიანებს უჭერს მხარს კელი დეგნანი და ამ ადამიანების მხარდამჭერ რეზოლუციებს იღებს ევროპარლამენტი”, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, შავაძის ქეისი არის ნაცმოძრაობის და მათი ბელადის ნამდვილი სახე.

„როგორო, ჩვენ ვართ ევროპელები და მედასავლეთეებიო? ეს კაცი, სახელად დავით დარჩიაშვილი, კოლექტიური ნაცმოძრაობაა, მხოლოდ ეს არ ფიქრობს ასე. აი ამ აზროვნების ადამიანებს უჭერს მხარს კელი დეგნანი და ამ ადამიანების მხარდამჭერ რეზოლუციებს იღებს ევროპარლამენტი. შავაძის ქეისი არის ნაცმოძრაობის და მათი ბელადის ნამდვილი სახე! წარმოდგენაც არ მინდა, სად ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო ერთმუშტად შეკრული ხალხი. მივმართავ ჩემს არჩეულ პრეზიდენტს: ამ რეჟიმის შემოქმედის შეწყალებაზე ფიქრობთ თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ? არც გაიფიქროთ, ვერ გადაურჩებით ხალხის რისხვას, მოთმინებასაც აქვს თავისი ლიმიტი!“, – წერს ფოჩხუა facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები