საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ტყის ხანძრების უმეტესობა ადამიანების დაუდევრობამ გამოიწვია

Firefighters try to extinguish a wildfire burning in Ntrafi, Athens, Greece, July 19, 2022. REUTERS/Costas Baltas

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა, ქვეყანაში ბოლო 10 დღის განმავლობაში არსებული ძლიერი ხანძრების შესახებ წინასწარი შეფასება გააკეთა.

მისი თქმით, ხანძრების აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად გაჩნდა.

მინისტრმა დასძინა, რომ „იყო რამდენიმე შეტყობინება ერთდროულად რამდენიმე აფეთქების შესახებ“.

„ჩვენ აქ ფაქტების წარმოსადგენად ვართ. 10 დღეში 667 ხანძარი გვქონდა“, – განაცხადა კიკილიასმა.

მინისტრის თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოებს ორი პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომლებიც თავგანწირვითა და გმირობით გამოირჩეოდნენ.

„[გმირობა და თავგანწირვა] არის მათი თვისებები, ვინც ხანძრის ჩაქრობაში იღებს მონაწილეობას – მეხანძრეები, მოხალისეები, პოლიციელები, რიგითი მცხოვრებლები“, – აღნიშნა კიკილიასმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის მოსახლეობის დაცვის საკითხთა მინისტრი, ნორის მიტარაკისი – მასშტაბური ტყის ხანძრების ფონზე, თანამდებობიდან გადადგა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ძლიერი ტყის ხანძრებს თითქმის ორი კვირის განმავლობაში ებრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები