სერგეი ლავროვი: აშშ-ს ფსონი უკრაინულ კონფლიქტში ნატოს გამარჯვებაზე სიკეთით არ დასრულდება

კიევში გარკვეული ძალების ინიციატივამ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე შესაძლოა მშვიდობიან პროცესს შეუშალოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, – წერს „იტარ-ტას“-ი.
მინისტრის თქმით, აშშ-ს ფსონი უკრაინულ კონფლიქტში ნატოს გამარჯვებაზე „სიკეთით არ დასრულდება“.
გარდა ამისა, სერგეი ლავროვი აშშ-ს იმისკენ მიუწოდებს, რომ საკუთარი სურვილები კიევს თავს არ მოახვიოს.
ლავროვის განცხადებითვე, რუსეთი მზადაა კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად, რათა მოხდეს სიტუაციის სტაბილიზირება.
“იმედი გვაქვს, რომ პუტინის მოწოდებები გაგონილი იქნება, განსაკუთრებით კიევის, დონეცკისა და ლუგანსკის მიერ”, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები