უკრაინაში ახალი თავდაცვის მინისტრი დანიშნეს
უკრაინას ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს, ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ობოზრევატელი” ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრს პოსტს ვალერი გელეტეის ნაცვლად ივანე რუსნაკი დაიკავებს.
ივანე რუსნაკი 1952 წელს რახოვსკის რაიონში, კარპატისპირეთში დაიბადა. არის უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-პოლკოვნიკი (2008 წლიდან), სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (1996), უკრაინის მეცნიერების და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1998). რუსნაკი უკრაინის სამხედრო ძალებში უკანასკნელი ოფიცერია, რომელმაც უმაღლესი სამხედრო განათლება ყოფილი სსრკ-ს გენშტაბის აკადემიაში მიიღო.