“ჭყონიამ ზედმიწევნით კარგად იცის, საიდან შედის მისი “კოკა-კოლა” რუსეთში. არავინ შეიტანს საქართველოში ჩამოსხმულ კოლას რუსეთში ევროპის გავლით.
პრობლემა ის კი არაა, მისი ლიმონათი რუსეთში რომ შედის. ღვინოც შედის და სხვა ნაწარმიც. ანუ, სხვებსაც შეაქვთ”, – ამის შესახებ ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ორი პრობლემაა: 1. თუ ,,კოკა-კოლა,, გავიდა რუსეთიდან, ე.ი. არც მას უნდა შეჰქონდეს. თუმცა, თუ ამ ხნის მანძილზე სათავო ოფისს არ გაუპროტესტებია, ე.ი. იციან და თანახმა არიან. ანუ, ფიქტიურად დატოვეს ბაზარი.
2. მთავარი პრობლემა. როცა მთელი ოჯახი საქართველოში რუსეთიდან შემოსულ ტურისტებს დასდევენ, მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციის არევის მიზნით, მაშინ რუსული ბაზრიდან მიღებული რუბლები სახლში არ უნდა შეიტანონ.
ამათი სულიერი ბელადი სააკაშვილი არა მხოლოდ პრეზიდენტობის დროს ლობირებდა რუსულ ტურიზმს, არამედ უკრაინაში უკრაინელებს 2014 წლის ომის შემდეგ არიგებდა ჭკუას ჩვენ უარი ვთქვით რუსეთთან დაპირისპირებაზე და წუწუნზე და ვაჭრობის და ტურიზმის განვითარება დავიწყეთო. რუსეთიდან ყველაზე მეტი ტურისტი ომის შემდეგ წამოვიდაო. თითქოს 2008 წლის შემდეგ 2022 წლამდე სხვანაირი რუსები იყვნენ, სხვაგვარად უყურებდნენ ოკუპაციის თემას და ახლა იცვალეს ზნე და ჩვევები.
ასე რომ, როგორც ჭყონიები, ასევე, ,,ნაცმოძრაობა,, სიტუაციის არევით, ტურიზმის და ეკონომიკის ჩავარდნით ხართ დაკავებულები. თქვენი პატრიოტიზმის არავის სჯერა“,- წერს სალუქვაძე.