უკრაინელმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთეს
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომ და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა იგორ პლოტნიცკიმ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
„მზად ვართ, 2014 წლის 5 სექტემბერს, 15:00 საათზე გავცეთ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება. იმ შემთხვევაში, თუკი მოლაპარაკება მოხერხდება და უკრაინის წარმომადგენლები ხელს მოაწერენ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების გეგმას“, – ნათქვამია სეპარატისტული მოძრაობების ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უელსში მიმდინარე ნატოს სამიტზე დღეს განაცხადა, რომ გასცემს ბრძანებას უკრაინის აღმოსავლეთში, 5 სექტემბრის 15:00 საათისათვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„პარასკევს, 11:00 საათზე ( გრინვიჩის დროით 15:00 სთ. ) უკრაინის ჯარები მიიღებენ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას, თუკი მინსკის სამიტზე სამშვიდობო გეგმას მოეწერება ხელი“, – განაცხადა პოროშენკომ.
მომზადებულია RUSSIAN.RT.COM-ის მასალებზე დაყრდნობით