ირაკლი გოგიბერიძემ იტალიის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა

იტალიაში, კასტელნუოვო დე ფარფაში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე “arte piano” კონსერვატორიელმა ირაკლი გოგიბერიძემ მის ასაკობრივ კატეგორიაში პირველი პრემია და ფულადი ჯილდო დაიმსახურა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბაკალავრიატის მეორე კურსზეა და სპეციალობას პროფესორ ლალი სანიკიძის კლასში ეუფლება.
მას პრიზად ასევე გადაეცა მომავალ წელს “Arte PIano” ფესტივალზე სოლო კონცერტის გამართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები