ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობის“ შიგნით არა მარტო ფიზიკური დაშლის, არამედ პოლიტიკურ-მორალური დაშლისა და ხრწნის პროცესია
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა დაპირისპირებას ეხმაურება.
„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არა მარტო ფიზიკური დაშლის, არამედ პოლიტიკურ-მორალური დაშლისა და ხრწნის ეს პროცესი, რომელიც თავს ვეღარ მალავს და ნიკა მელიაა თუ სხვები, ამას სხვადასხვა დოზითა და ფორმით გამოხატავენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.