ბექა დავითულიანი: ჩინეთსა და ევროკავშირთან ერთდროულად გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უნდა შევძლოთ, ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ; პრემიერმინისტრის ჩინეთში ვიზიტი ამისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად ჩინეთსა და ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და უნდა შევძლოთ, რომ ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ. პრემიერმინისტრის ჩინეთში ვიზიტი ამისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი არის ერთერთი მთავარი აქტორი თანამედროვე სამყაროში, შესაბამისად, საქართველოს პირველი პირის ჩინეთში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთი მხრივ, ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნის განხორციელებას – ევროკავშირთან დაახლოებას და, მეორე მხრივ, იმ პოტენციალის გამოყენებას, რასაც ჩვენი გეოგრაფია და გეოპოლიტიკური რეალიები გვაძლევს. პრემიერმინისტრის ვიზიტი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ მოცემულობაში რეგიონსა და მსოფლიოში“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები