ნატო: უკრაინის საზღვარზე რუსეთის ათასობით ჯარისკაცი და ტანკია განლაგებული
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ უელსის სამიტზე ნატოს წარმომადგენლის განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსულ მხარეს ათასობით კარისკაცი და სამხედრო ტექნიკა აქვს განლაგებული.
„ჩვენ ისევ ვხედავთ ათასობით რუს სამხედროს, შეიარაღებულ ასობით ტანკსა და ჯავშანტრანსპორტიორს, სიტუაცია რეალურად არ შეცვლილა“, – ეს სიტყვები ნატოს წარმომადგენელმა გააჟღერა, – წერს „როიტერი“. ნატოს წარმომადგენლის განცხადებითვე, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე 20 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი ისევ რჩება.