დღეს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ხელოვნების ნიმუშთა კვლევის საექსპერტო ბიურო გაიხსნა

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ხელოვნების ნიმუშთა კვლევის საექსპერტო ბიურო გაიხსნა, – ინფორმაციას ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია ავრცელებს.
„დღეს ქართულმა სამუზეუმო საზოგადოებამ დიდი საჩუქარი მიიღო, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ხელოვნების ნიმუშთა კვლევის საექსპერტო ბიურო გაიხსნა… ულტრათანამედროვე აპარატურა, კვლევის ყველა დიაპაზონი და შესაძლებლობა… დამთავრდა საუკუნოვანი პრობლემა, რომელიც სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლებს უდიდეს ტვირთად გვაწვა, დღეიდან უკვე შეგვიძლია ვიკვლიოთ ნამუშევარი და მკითხაობის ნაცვლად დანამდვილებით ვთქვათ, ორიგინალთან გვაქვს საქმე თუ ასლთან… თეა წულუკიანი – დიდი საქმე გაკეთდა და მადლობა ამ პროექტის ხორცშესხმისათვის! ვულოცავ ნიკა ახალბედაშვილს ამ დიდ საქმესთან შეჭიდებას და წარმატებით დაგვირგვინებას, ვულოცავ ლაბორატორიის ხელმძღვანელს ლელა წიწუაშვილს, ყველა მის თანამშრომელს და მთელს მუზეუმს“! – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები