“მარიამი დღეს სამშობიაროში დატოვეს – მან მხოლოდ ის დააშავა, რომ მის გამჩენს “პატიოსანი ქალის” სახელს შეულახავდა” – დიანა ხონელიძე

“მარიამი დღეს სამშობიაროში დატოვეს… საწოლში ჩააწვინეს და უკან არ მოიხედეს. მან მხოლოდ ის დააშავა, რომ მის #გამჩენს “პატიოსანი ქალის” სახელს შეულახავდა. მეზობელი და ნათესავი გაიგებდა მის არსებობას…. “, – ამის შესახებ პირველი სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი დიანა ხონელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამაზე დიდი ღალატი არ არსებობს.

“გულუსტკივილი პისტია ეს…

პოსტი მათთვის, ვისაც ჰგონია, ასეთი რამ აღარ ხდება, ვისაც სჯერა “საცოდავი” ადამიანების უბოროტობის, ვისაც ეიმედება საზოგადოება…
ამ ცეროდენა 3 დღის გოგოს მარიამი დაარქვა მისმა “დედამ”. ოღონდ ღვთიშობელი და უფალი არაფერ შუაშია. ალბათ იმიტომ დაარქვა, რომ ეს სახელი მოაგონდა პირველი…
მარიამი დღეს სამშობიაროში დატოვეს… საწოლში ჩააწვინეს და უკან არ მოიხედეს. მან მხოლოდ ის დააშავა, რომ მის #გამჩენს “პატიოსანი ქალის” სახელს შეულახავდა. მეზობელი და ნათესავი გაიგებდა მის არსებობას….
ბოლო წუთამდე გვეჯერა რომ გადაიფიქრებდა. არ იმოქმედა არც მუდარამ, არც თხოვნამ, არც სოც მუშაკის დახმარების დაპირებამ.
ხვალ სოციალური წაიყვანს, შეიძლება საუკეთესო დედ-მამა შეხვდეს, მაგრამ გამჩენი-დედის პირველი წუთების სიყვარულს ის ვეღარასდროს გამოცდის…
წევს მარტო და ექთნები უვლიან, სხვა დედები ეფერებიან…
დასჯადი გახადეთ შვილის მიტოვება!!!
არ არსებობს ამაზე დიდი ღალატი!!!”- წერს დიანა ხონელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები