რასმუსენი: ნატო მზადაა ერაყის ხელისუფლებას დაეხმაროს
ნატო ერაყის მთავრობის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში დახმარების ყველანაირ მოთხოვნას განიხილავს, – ამის შესახებ ნატოს სამიტის დაწყებამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
„იტარ-ტას“-ის ცნობით, რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ ერაყის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ მოთხოვნა ნატოს ჯერჯერობით არ მიუღია.
„დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერაყის მთავრობა დახმარებას გვთხოვს, ალიანსის წევრები ამ თხოვნას სერიოზულად განიხილავენ“, – განაცხადა რასმუსენმა.