ფრანსუა ოლანდის ყოფილმა ცოლმა ქმრის ღალატზე წიგნი დაწერა

საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ ფრანსუა ოლანდის ღალატზე წიგნი დაწერა. „მადლობთ ამ მომენტისთვის“, – ასე ჰქვია ვალერი ტრიერვეილერის წიგნს, რომლის ცალკეულ ნაწყვეტებსაც ჟურნალი Paris Match-ი ავრცელებს.
ავტორი თხრობას იმ მონეტიდან იწყებს, როდესაც ფრანგულ პრესაში ქვეყნის პრეზიდენტისა და მსახიობ ჟიული გაიეს სავარაუდო რომანის ამსახველი ფოტომასალა გამოქვეყნდა.
ყოფილი პირველი ლედი აღიარებს, რომ ეს ამბავი მისთვის შოკისმომგვრელი იყო, რის გამოც დიდი რაოდენობით საძილე საშუალების მიღება გადაწყვიტა. ამის შემდეგ კი ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში მოხვდა.
ვალერი ტრიერვეილერის წიგნის პრეზენტაცია დღეს უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები