ნიკოლ ფაშინიანი: სანამ სამშვიდობო ხელშეკრულება არ იქნება ხელმოწერილი და რატიფიცირებული, ომი ძალიან სავარაუდოა
სანამ სამშვიდობო ხელშეკრულება არ იქნება ხელმოწერილი და რატიფიცირებული ორივე ქვეყნის პარლამენტის მიერ, ომი ძალიან სავარაუდოა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სააგენტო „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ამას ემატება აზერბაიჯანის აშკარა აგრესიული რიტორიკა, სიძულვილის ენა, დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია, სადაც ვხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელსაც ჩვენ ვვარაუდობდით, არ არსებობს. ახალი ესკალაციები, ახალი ომები ყოველთვის შესაძლებელია, რაც არ ნიშნავს რომ ეს მოხდება. ეს ასევე არ ნიშნავს რომ ეს არ მოხდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ფაქტობრივად ყოველდღე ხდება. ჩემი პრემიერ-მინისტრობის წლებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ დარღვეულა, შესაძლოა, მაქსიმუმ სამი დღით“, – განაცხადა ფაშინიანმა.