„პასუხი იქნება“ – ზელენსკი რუსეთის ბოლო იერიშებზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ოთხდღიან იერიშსა და უკრაინელი ბავშვების მკვლელობას აბსოლუტური ბოროტება უწოდა და ამ ქმედებებზე პასუხის გაცემას დაჰპირდა.

„რუსეთმა დღეს კიდევ ორი ბავშვი მოკლა. 2007 წელს დაბადებული გოგონა და 2013 წელს დაბადებული ბიჭი დაიღუპნენ. დღეს რუსული რაკეტები და დრონები კვლავ ბომბავდნენ ოდესას, ჩვენს სამხრეთ რეგიონებს. მთლიანობაში, კვირის დასაწყისიდან მხოლოდ ოდესის რეგიონში რუსული ტერორისგან 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ასეთი დარტყმის განხორციელება მხოლოდ აბსოლუტურ ბოროტებას შეუძლია. იქნება პასუხი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გარდა ამისა, იქნება მსოფლიოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია თავდაცვისა და ერთობლივი ქმედებებისთვის, მეტი ენერგია გამარჯვებისთვის, მეტი სურვილი რუსეთის სამართლიანი პასუხისგებისთვის ამ ომის ყველა დანაშაულისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები