კანადაში ტყის ხანძრის ჩაქრობისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია პილოტი
კანადაში ტყის ხანძრის ჩაქრობისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც 41 წლის პილოტი ემსხვერპლა.
შემთხვევა კანადის პროვინციაში, ალბერტას ჩრდილო-დასავლეთით მოხდა.
მედიის ცნობით, მიმდინარე წელს ეს უკვე მესამე ადამიანია, რომელიც კანადაში ტყის ხანძრებს ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ კანადაში უკვე რამდენიმე კვირაა ტყის ხანძრებს ებრძვიან.