გერმანიამ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ნატოს მოკავშირე პოლონეთს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში ბელარუსიდან „ვაგნერის“ მებრძოლების თავდასხმის შემთხვევაში, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა კითხვას, შეშფოთებულია თუ არა გერმანია ბელარუსში „ვაგნერის“ ჯგუფის ყოფნით და პოლონეთის საზღვარზე თავდასხმის პერსპექტივით.
„ჩვენ ყველანი ერთად ვართ, ყოველთვის მჭიდრო კოორდინაციაში, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ფიზიკურად ვიკრიბებით თავდაცვის მინისტრების დონეზე, არამედ სხვაგვარადაც. იქ, სადაც ჩვენს პოლონელ მეგობრებს მხარდაჭერა სჭირდებათ, ისინი ამას მიიღებენ“, – განაცხადა პისტორიუსმა.