რუსეთში იგორ სტრელკოვი დააკავეს

მოსკოვის მეშჩანსკის სასამართლომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ იგორ სტრელკოვი (გირკინი) ექსტრემისტული საქმიანობისთვის საჯარო მოწოდების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სტრელკოვს ბრალი ინტერნეტში ექსტრემისტული საქმიანობის საჯარო მოწოდებებისთვის წაუყენეს და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„გირკინს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 18 სექტემბრამდე შეეფარდა“, – გამოაცხადა გადაწყვეტილება მოსამართლე ოლესია მენდელეევამ.

თავის მხრივ, სტრელკოვი ბრალს არ აღიარებს.

იგორ ივანოვიჩ სტრელკოვი [ნამდვილი სახელი – იგორ ვსევოლოდოვიჩ გირკინი] – „ეფესბეს“ ყოფილი ოფიცერია. ამასთან, ის ბოლო დროს ცნობილია როგორც ბლოგერი და პუბლიცისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები