რუსებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაღუპულია ორი ბავშვი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ერთ-ერთი სოფელი დაბომბეს, დაიღუპა 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო „ტელეგრამზე“ ავრცელებს.

„რუსებმა დღეს დონეცკის ოლქში ორი ბავშვი მოკლეს – ტორეცკის თემის სოფელ დრუჟბაში. დაახლოებით დღის სამ საათზე ოკუპანტებმა  სოფელი არტილერიით დაბომბეს – ერთ-ერთი ჭურვი ეზოში მოხვდა, სადაც ბავშვები იყვნენ – 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. და-ძმა. მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობები მიიღეს“, – წერს კირილენკო.

როგორც მან აღნიშნა, დაბომბვისას ამავე სოფელში მოხუცი ქალი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები