გერმანიამ უკრაინას Leopard 1 ტიპის ტანკების პირველი პარტია გადასცა

გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკების პირველი პარტია გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის საიტზე გავრცელდა.

აღნიშნულია, რომ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის 10 ტანკი უკვე მიეწოდა.

სამომავლოდ კი ქვეყანა აპირებს, პროექტის ფარგლებში, რომელიც დანიასთან ერთობლივად ხორციელდება, კიევს კიდევ 100 ასეთი ტანკი გადასცეს.

გარდა ამისა, ბერლინმა კიევს Leopard 2-სთვის, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და Dachs-ის საინჟინრო მანქანებისთვის – MG3 ტიპის 20 ტყვიამფრქვევი მიაწოდა.

უკრაინამ სულ 138 ასეთი ტყვიამფრქვევი მიიღო.

გარდა ამისა, უკრაინას 155 მმ კალიბრიანი 1 305 საარტილერიო საბრძოლო მასალა და 155 მმ კალიბრიანი 2 064 კვამლის წარმომქმნელი საბრძოლო მასალა გადასცეს.

უკრაინამ ასევე მიიღო დამატებით ოთხი სასაზღვრო საპატრულო მანქანა, 10 მობილური სახმელეთო სათვალთვალო რადარი, Zetros-ის მარკის 16 სატვირთო მანქანა და 100 000 პირველადი დახმარების ნაკრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები