“პოლონეთი დასავლეთ უკრაინაში ჯარის განლაგებას და კონტროლის დამყარებას გეგმავს” – ნარიშკინი
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური დირექტორი, სერგეი ნარიშკინი აცხადებს, რომ პოლონეთი დასავლეთ უკრაინაზე კონტროლის დამყარების საკითხს განიხილავს, ადგილზე თავისი ჯარების განლაგებით.
ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ნარიშკინის თქმით, ვარშავა აცნობიერებს, რომ უკრაინის დამარცხება დროის საკითხია.
„ამ კუთხით, პოლონეთის ხელმძღვანელობა აძლიერებს განწყობას უკრაინის დასავლეთ ტერიტორიებზე, დასავლეთის რეგიონებში კონტროლის დამყარების მიზნით, იქ თავისი ჯარების განლაგებით“, – თქვა მან.
ნარიშკინის თქმით, ამ გეგმების შესრულების ერთ-ერთი ვარიანტია “პოლონურ-ლიეტუვურ-უკრაინული ინიციატივის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება”, ე.წ. ლუბლიანის სამკუთხედის.
”ჩვენ გვეჩვენება, რომ პოლონეთის ხელმძღვანელობის ამ საკმაოდ სახიფათო გეგმებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ”, – შეაჯამა ნარიშკინმა.