“უკრაინამ F-16-ები შესაძლოა, წლის ბოლომდე მიიღოს” – თეთრი სახლი

უკრაინის არმიაში F-16 გამანადგურებლები შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გამოჩნდნენ.

ამის შესახებ Fox News-ის ეთერში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, „F-16-ები უკრაინაში, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა“.

თუმცა, მან დასძინა, რომ ვაშინგტონი “არ ფიქრობს, რომ მხოლოდ F-16-ებს შეუძლიათ ცვლილებების შეტანა” ბრძოლის ველზე.

კირბიმ გამოთქვა რწმენა, რომ ახლა კიევს „მეტი საბრძოლო მასალა სჭირდება არტილერიისთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ჯავშანტექნიკისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები