პუტინი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას გეგმავს.

„რაც შეეხება პოლონელ ლიდერებს, ისინი ალბათ ელოდებიან ნატოს ქოლგის ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნას და უშუალოდ ჩარევას უკრაინის კონფლიქტში, რათა შემდეგ უკრაინას თავისთვის მსუყე “ნაჭერი მოგლიჯონ” და დაიბრუნონ, როგორც მიიჩნევენ, თავიანთი ისტორიული ტერიტორიები – დღევანდელი დასავლეთ უკრაინა“, – განაცხადა პუტინმა.

მან საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს უკრაინის მიმართ პოლონეთის გეგმების მონიტორინგი დაავალა.

“სერგეი ევგენევიჩ, იმედი მაქვს, თქვენი სამსახური, ისევე – როგორც ჩვენი სხვა სპეცსამსახურები, ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას”, – განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები