ოკუპანტებმა ოდესა ისევ დაბომბეს – არის ნგრევა
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის და ჩერნიგოვის ოლქის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა “ონიქსი” გაუშვეს.
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
როგორც “სამხრეთის” სარდლობაში განაცხადეს, ოდესის რეგიონზე ახალი სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონში ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. საუბარია “მნიშვნელოვან ობიექტზე”.
თავის მხრივ, ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა თქვა, რომ “რაშისტები” ჩერნიგოვის რეგიონს უტევენ. დაზიანდა რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში კულტურული ცენტრი.
სამხედროების თქმით, მტერმა სხვადასხვა კლასის შვიდი ფრთოსანი რაკეტა გაისროლა.