უკრაინელი ჟურნალისტის გაბედული საქციელი Russia Today-ის ეთერში (ვიდეო)

უკრაინის მოვლენებზე და ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ როლზე საკუთარი პოზიცია ტელეკომპანიის ეთერში უკრაინელმა ჟურნალისტმა ტატიანა პერშნიოვამ დააფიქსირა.
„თქვენ ასევე გეკისრებათ პასუხისმგებლობა ათასობით ადამიანის დაღუპვაზე ჩემს ქვეყანაში“, – მიმართა ჟურნალისტმა „რაშა თუდეის“ წარმომადგენლებს.
„რაშა თუდეი“ კრემლიდან ფინანსდება და ჩემი ქვეყნის შესახებ უკრაინის შესახებ ტყუილს ავრცელებს. სწორედ ამიტომ მე არ მინდა თქვენთან ურთიერთობა. მე ასევე ჩემს უცხოელ კოლეგებს დავუკავშირდი და მოვუწოდე, არ ეთანამშრომლათ „რაშა თუდეისთან“. ჟურნალისტის ამ სიტყვების შემდეგ ეკრანზე ასეთი წარწერა გამოჩნდა: „რაშა თუდეი“, შეწყვიტე ტყუილის გავრცელება“. ამის საპასუხოდ „რაშა თუდეის“ წამყვანმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია ყველანაირად ცდილობს სხვადასხვა პოზიცია გამოხატოს და ყველა მხარე გააშუქოს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=iE5jK0A1TcM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები