საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი Playboy-სთან თანამშრომლობისთვის სამსახურიდან დაითხოვეს

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი, მარლენ შიაპი, რომელმაც გაზაფხულზე ჟურნალ Playboy-სთან ითანამშრომლა და ინტერვიუ მისცა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ BFMTV იტყობინება.

აპრილში პრემიერმინისტრმა, ელიზაბეთ ბორნმა შიაპი გააკრიტიკა და უსაყვედურა.

გაზეთ Le Figaro-ს ცნობით, ბორნმა დაურეკა სახელმწიფო მდივანს სოლიდარობისა და სოციალური ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებში და უთხრა, რომ მისი ინტერვიუ იყო „კატეგორიულად შეუსაბამო დღევანდელ სოციალურ კონტექსტში“.

თავის მხრივ, შიაპამ Twitter-ში განმარტა, თუ რატომ დათანხმდა პუბლიკაციის გამოქვეყნებას.

მისი თქმით, ის „ყველგან იცავს ქალთა უფლებებს“ და დასძინა, რომ „საფრანგეთში ქალები თავისუფლები არიან“.

მას შემდეგ, რაც გაჟონა ინფორმაციამ, რომ სახელმწიფო მდივანი Playboy-ის გარეკანზე გამოჩნდება, ფრანგი ჟურნალისტები კამათობდნენ, მიზანშეწონილი იყო თუ არა თვითგამოცხადებული ფემინისტის გამოჩენა ისეთ ჟურნალში, რომელიც ცნობილია თავისი “შიშველი აქცენტებით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები