ოდესის მორიგი იერიში – დაშავებულია ორი ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა ოდესას მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა დაწერა.
მისი ინფორმაციით, იერიში მიტანილია “კალიბრის” ტიპის რაკეტებიდან.
რაკეტა მარცვლეულის ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერმინალს მოხვდა და განადგურდა 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი.
როგორც “სამხრეთის” სარდლობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, რაკეტები იყო გაშვებული რთული კურსით და დაბალ სიმაღლეზე, რაც ართულებდა რაკეტების აღმოჩენას და განადგურებას.