მარჯანიშვილის თეატრი ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრის შემოქმედებით კვირეულს უმასპინძლებს
27 და 28 ივლისს მარჯანიშვილის თეატრი ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრის შემოქმედებით კვირეულს მასპინძლობს.
მარჯანიშვილის თეატრის ინფორმაციით, 27 ივლისს, 20:00 საათზე, წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ვაჟიშვილი“, ხოლო 28 ივლისს, 20:00 საათზე – სპექტაკლი „ანტიგონე”.
„ვაჟიშვილი“
რეჟისორი: მამუკა ცერცვაძე; ავტორი: ფლორიან ზელერი; თარგმანი: ნანა სამჭკუაშვილი.
მსახიობები: კოსტა ფოცხვერაშვილი, გიორგი გლოველი, ნანუკა ისიანი, ნინიკო აბესაძე, თემურ კიკნაველიძე, თემურ ქველიაშვილი.
მხატვარი: ნათია ბერაძე
სპექტაკლში გამოყენებულია Hania Rani, Nils Fram, Philip Glass, Yann Tiersen & Max Richter-ის მუსიკალური კომპოზიციები.
„დააკვირდით ერთი ჩვეულებრივი ოჯახის დინამიკას შიშისა და წარმავალი სიხარულის, გაყრისა და ახალგაზრდული ამბოხის ფონზე. ნიკოლასი, 2 წლის წინ უბრალოდ მომღიმარი ბიჭი, მშობლების გაყრის შემდეგ ცხოვრებაში რთულ ეტაპს გადის. უძილო ღამეები, გაცდენილი გაკვეთილები, ტყუილები – ჰგონია, რომ ამ პრობლემების პასუხი მამასთან გადასახლებაა, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ის იქაც არასაჭიროდ გრძნობს თავს? რა არის გამოსავალი“? – ნათქვამია ინფორმაციაში.
„ანტიგონე“
რეჟისორი: ვატო ჯუღელი; ავტორი: ჟან ანუი; თარგმანი: იზოლდა ბაჩიაშვილი.
მსახიობები: ნანუკი მაკრახიძე, ნინიკო აბესაძე, გიორგი გლოველი, ნანცო ცხვირაშვილი, გიორგი ჩაჩუა, კოსტა ფოცხვერაშვილი, თემურ კიკნაველიძე, ზურაბ აბესაძე, თემურ ქველიაშვილი, მარეხ აბესაძე, ნინო აბესაძე, ნანუკა ისიანი, ბადრი ტაბატაძე.
სცენოგრაფია და კოსტიუმები: ხატია დავითაშვილი; კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე.
სპექტაკლს ცოცხალი შესრულებით მუსიკალურად აფორმებენ: ლუკა პაჭკორია, სანდრო ფოცხიშვილი, სანდრო მოსაშვილი, სასცენო მოძრაობა და პლასტიკა: შოთა გეგიაძე.
ტექნიკური რეჟისორი: მარი აბესაძე.
„რა არის ადამიანური თავისუფლება და ღირსება? არის თუ არა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სამყაროში? ანტიგონე, რომელიც რამდენიმე წუთში მარტოდმარტო მთელ სამყაროს და ბიძა-მეფეს, კრეონტს, უნდა დაუპირისპირდეს და თავგანწირვის მაგალითად უნდა იქცეს თაობებისთვის, თავისი მორალური პრინციპებისთვის ბრძოლაში არ უშინდება სიკვდილსაც კი“.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანადგომით.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.