იტალიაში სეტყვის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში გიგანტური სეტყვის შედეგად, სულ მცირე 110 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ვენეტოს რეგიონალური პრეზიდენტის, ლუკა ძაიას განცხადებით, მოულოდნელ ქარიშხალს სეტყვა მოჰყვა და რეგიონის ქუჩებში სეტყვის დიამეტრმა 10 სანტიმეტრი შეადგინა.
სასწრაფო დახმარების სამსახურს დახმარების თხოვნით 500-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
სტიქიის შედეგად ჩამსხვრეულია ფანჯრები, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ავტომობილები.
„უამინდობის ტალღა, მას შემდეგ, რაც ჩვენს მთიან რეგიონებს შეეხო, ახლა დაბლობზეც მოხვდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა“, – აღნიშნა ვენეტოს რეგიონალურმა პრეზიდენტმა.