უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში რუსეთის პორტებისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიმავალ ყველა გემს, სამხედრო საფრთხედ განიხილავენ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 21 ივლისიდან ყველა გემს, რომელიც შავ ზღვაში რუსეთის პორტებისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გადაადგილდება, კიევი სამხედრო ტვირთის გადამზიდავად განიხილავს.
„კრეისერ „მოსკოვის“ ბედი ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს სამხედრო ტვირთის პოტენციურ მატარებლად განიხილავს.