ერაყმა ქვეყნიდან შვედეთის ელჩი გააძევა
ერაყის პრემიერმინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანიმ შვედეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
როგორც ერაყის პრემიერის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, ამის მიზეზია ის, რომ “ქვეყანამ ყურანის დაწვის ნებართვა არაერთხელ გასცა”.
გარდა ამისა, ას-სუდანიმ შვედეთში დროებითი რწმუნებული უკან გაიწვია.
ბაღდათში შვედეთის საელჩოსთან გვიან ღამით განვითარებული მოვლენების შემდეგ, რა დროსაც დიპლომატიური მისიის შენობაში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, სტოკჰოლმში შვედეთის საგარეო უწყებაში ერაყის ელჩი დაიბარეს.